09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
მილიარდ ევროზე ნაკლებ კომპენსაციას გადაუდხის საფრანგეთი რუსეთს მისტრალის სანაცვლოდ

საფრანგეთი რუსეთს ”მისტრალების” გაუქმებული ხელშეკრულებისთვის კომპენსაციის სახით მილიარდ ევროზე ნაკლებს გადაუხდის. ეს განცხადება ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

მიშელ საპენმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსკოვი კონტრაქტის დარღვევის გამო პარიზისგან 2 მილიარდ ევროს მიიღებდა. ფინანსთა მინისტრს კომპენსაციის თანხა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, კონტრაქტის გაუქმების შესახებ დოკუმენტს საფრანგეთის მინისტრთა საბჭო თვის ბოლომდე განიხილავს და ზუსტ ციფრსაც მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელებს.

რუსეთის დაკვეთით აგებული ”მისტრალების” მოსკოვისთვის მიწოდებაზე პარიზმა უარი უკრაინის კრიზისის ფონზე განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ ფრანსუა ოლანდსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, სადაც მხარეები კონტრაქტის გაუქმებაზე შეთანხმდნენ.

 
დღის ამბები