02 დეკემბერი 2022,   16:07
ვრცლად
პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ბათილად მივიჩნევთ - უკრაინის საგარეო სამინისტრო

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების შესახებ უკანონო მცდელობასთან დაკავშირებით, უკრაინა ბათილად მიიჩნევს - შესაბამის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრძანებულებას, რომელიც მიხედვითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის საკუთრებაში გადადის, ვლადიმირ პუტინმა გუშინ დღის ბოლოს მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, ოკუპანტები უტევენ ხარკივის რეგიონს. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზე -დაღუპულია 2 ადამიანი. როგორც ცნობილია, ორივე მათგანი ოფიციალური პირი იყო.

სამოქალაქო პირების მორიგი მასიური საფლავი აღმოაჩინეს გათავისუფლებულ ლიმანში. საერთო ჯამში, ლიმანის დეოკუპაციის შემდეგ იქ 50-ზე მეტი სამარხია ნაპოვნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული ძალები ოდესისა და მიკოლაივის ოლქებს "კამიკაძე" დრონებით დაესხნენ თავს. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6 დრონი ჩამოაგდეს.


დღის ამბები