09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ნასამ ახალი კოსმოსური რაკეტის ძრავი გამოსცადა

ნასამ ახალი კოსმოსური რაკეტისთვის განკუთვნილი ძრავი წარმატებით გამოსცადა. ძრავი მისისიპის შტატში მდებარე კოსმოსურ ცენტრში შეამოწმეს.

პროცესი, რომელიც თითქმის 9 წუთი გაგრძელდა, სააგენტოს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

გამოცდის წარმატებით დასრულებას ადგილზე შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამ ძრავით აღჭურვილი რაკეტის პირველი გაშვება კოსმოსში 2018 წელს იგეგმება. ძრავს საბოლოო, რიგით მეშვიდე შემოწმებას, 27 აგვისტოს ჩაუტარებენ.

 
დღის ამბები