09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
კუბაში აშშ-ს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა

ჰავანაში შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე, რომელიც 1961 წლიდან არ ფუნქციონირებდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

ცერემონიაში ჯონ კერიმ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰავანაში საგანგებოდ ამ ისტორიული მოვლენის აღსაღნიშნავად ჩავიდა. ჯონ კერი პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში კუბას ეწვია.

ცერემონიის შემდეგ ჯონ კერი კუბელ კოლგას შეხვდება, ხოლო ფიდელ და რაულ კასტროსთან შეხვედრები არ იგეგმება.

კერის ვიზიტამდე კუბის ყოფილმა კომანდანტემ ღია წერილიც გაავრცელა, სადაც ვაშინგტონს მილიონობით დოლარის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც ქვეყანამ ვაშინგტონის მიერ ნახევარი საუკუნის წინ დაწესებული ემბარგოს შედეგად განიცადა.

ჯონ კერის ვიზიტის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვებაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

 
დღის ამბები