05 ივლისი 2024,   23:59
ვრცლად
მკვლელობა დიდ დიღომში - ბრალდებული მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დაახლოებით 20 წლის არის. როგორც ადგილობრივები ყვებიან, საქმე მას შემდეგ გაირკვა, რაც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა, რომელიც დაახლოებით დღენახავერი ცდილობდა ირანელ მამაკაცთან დაკავშირებას, მას სახლი ნაქირავები ჰქონდა. ოფიციალურ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ როდესაც სახლთან მაშველები მივიდნენ, კარი თავად ირანის მოქალაქემ გახსნა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ის დააკავეს. 

მსხვერპლი არის 40 წლის ქალი, მას სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები წუხელ ღამით დასრულდა, ბრალდებულს კი ბრალს, მომდევნო 24 საათის განმავლობაში წაუყენებენ. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები