19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, ბრალი წარუდგინეს - აღიარებს თუ არა დაკავებული მამაკაცი ბრალს

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

"ბრალდებულს სურ ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბრო. მან გარკვეული სახის ჩვენება მისცა, გამოიკითხა მოწმის სახით. ხოლო, როგორც ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ბენია. 

დღის ამბები