23 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ცნობილი გახდა პირის ვინაობა, რომელმაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს წარსულში ნასამართლევი 40-წლამდე მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან.

საქმე ეხება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ ქალის ცხედარს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 52 წლის ქალს, მის მიერ ნაქირავებ ბინაში პაატა პეტრიაშვილმა შურისძიების მოტივით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

დაკავებული ბრალს უარყოფს. თუმცა პროკურორის ინფორმაციით, საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება დევს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, პაატა პეტრიაშვილს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, რის გამოც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სხდომა დუშეთის კლინიკაში ჩატარდა. მას პატიმრობა შეუფარდეს.

დღის ამბები