19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება - ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა იკითხება

ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება - ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა იკითხება. ის დაზარალებულად ცნობილ ნეკა დოროყაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

კონკრეტულად საუბრობს ნიუ იორკში მომხდარ ფაქტებზე. ჩოგბურთელის დედა აცხადებს, რომ ყოფილმა რძალმა მის შვილს მოუწყო პროვოკაცია და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ ასევე აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომელსაც ხმამაღლა ვერ გააჟღერებდა. შესაბამისად, მან მხარეთა შეთანხმების შედეგად, სიტყვები ფურცელზე დაწერა. 

"მანქანის კართან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს, სადაც ზის ნიკა. ნელის სახე რომ დავინახე და მისი ემოციური განწყობა, მივხვდი რომ უნდოდა ჩხუბი და სკანდალი მოწყობა. მოსცილდა მანქანას, გამოვიდა წინ, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, საკმაოდ შეურაცხმყოფელი სიტყვებით.“ - განაცხადა ნატალია ნაჭყებია.

უკვე მეორე სხდომა იმართება როდესაც ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლე ერთ დარბაზში არიან.

ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით 2 წლის წინ დააკავეს. ის 100 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს.

დღის ამბები