09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
თურქეთში ქურთ სეპარატისტებსა და სამხედროებს შორის შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში ქურთ სეპარატისტებსა და სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი მძიმედ დაშავდა.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ქალაქ ჰაკარიში ქურთმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებს, რომლებიც ქალაქში პატრულირებდნენ და 3 ჯარისკაცი მოკლეს. კიდევ ერთი თავდასხმა ბინგოლის პროვინციაში მოხდა.

გზაზე დამონტაჟებული ნაღმი სამხედროების მანქანის გამოჩენისთანავე აფეთქდა. ორმხრივი სროლისას აქ ორი თავდამსხმელიც დაიღუპა. სამხედრო ოპერაცია ქურთი სეპარატისტებისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანკარამ დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

კამპანია სირიისა და ერაყის საზღვარზე უსაფრთხო ზონის შექმნას ითვალისწინებს.

დღის ამბები