09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ერაყში მიმდინარე ბრძოლებს 22 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს საერთაშორისო კოალიცია ბომბავს. იერიშები მოსულში მდებარე ტერორისტების პოზიციებზე ბრიტანეთისა და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს.

წერტილოვანი დარტყმებით ავიაციამ 16 ნავთობ–მზიდი ავტომობილი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყის ავიაციის მიერ გაშვებული ერთერთი რაკეტა ანბარის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოს მოხვდა. შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ერაყის ხელისუფლება საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს არ ადასტურებს.

დღის ამბები