09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
საერთაშორისო კრედიტორები ათენისთვის დამატებით 86 მილიარდის გამოყოფას დათანხმდნენ

ევროჯგუფმა საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწია. ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გვიანობამდე გაგრძელდა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ საერთაშორისო კრედიტორებმა ათენისთვის დამატებითი 86 მილიარდის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადეს.

ფინანსური დახმარების პაკეტი საბერძნეთს გაკოტრებისგან იხსნის და ევროზონაში დარჩენის საშუალებას მისცემს. პირველი ტრანში ათენმა შესაძლოა აგვისტოს ბოლომდე მიიღოს, რაც ქვეყანას საგარეო ვალის ნაწილის დაფარვაში დაეხმარება.

სანაცვლოდ კი მთავრობამ ხისტი რეფორმები უნდა გაატაროს, მათ შორის გაზარდოს საპენსიო ასაკი და გადასახადები.

 
დღის ამბები