09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
ჯონ კერიმ კუბაში ისტორიული ვიზიტი - ნახევარი საუკუნის შემდეგ ამერიკის პირველი მაღალჩინოსანი კუბაში

ჯონ კერიმ კუბაში ისტორიული ვიზიტი დაასრულა. ჰავანაში, შეერთებული შტატების საელჩოს გახსნის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა კუბელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართა, რის შემდეგაც დედაქალაქში გაისეირნა.

ჯონ კერიმ ჰავანას ისტორიული უბნები დაათვალიერა და მოქალაქეებსაც გაესაუბრა. მან პირობა დადო, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება სწრაფი ტემპებით მოხდება.

ჰავანაში საელჩოს გახსნა გააპროტესტეს ადამიანის უფლებების დამცველებმა. აქტივისტებმა მაიამიში აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კუბაში მოქმედი რეჟიმი გამუდმებით არღვევს ადამიანების უფლებებს და ასეთ ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დიდი შეცდომაა.

პიკეტი შეტაკებებში გადაიზარდა. აქტივისტებს ეთნიკური კუბელები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები