09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ჯერ ხანძარი გააჩინა შემდეგ მაშველი დაჭრა - სროლა ნიუ-იორკში

სროლა ნიუ–იორკში. მამაკაცმა მეხანძრეს ესროლა, რომელიც გამოძახებაზე მივიდა. ინცინდენტი სტეიტენ აილენდზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 38 წლის ეჭვმიტანილმა საკუთარ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ სამაშველო ბრიგადა გამოიძახა და მისულ მეხანძრეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაშავდა ერთი მაშველი.

ბოროტმოქმედი კი საკუთარ სარდაფში ჩაიკეტა. პოლიცია 6 საათის განმავლობაში აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. ეჭვმიტანილმა დანებებაზე უარი განაცხადა და შენობაში შესულ პოლიციელებს ისევ ცეცხლი გაუხსნა.

ძალოვანების ცნობით, ის ორმხრივი სროლისას დაიღუპა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები