09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
მორიგი აფეთქებების სერია ჩინეთის ქალაქ ტიან ცინში - დაღუპულია 85 ადამიანი

ჩინეთის ქალაქ ტიან ცინში, სადაც სამი დღის წინ აფეთქებები მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ტრაგედიის ადგილას მორიგი აფეთქებების სერია მოხდა, რასაც ისევ ხანძარი მოჰყვა.

პორტის საწყობებიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორია დახურულ ზონად გამოცხადდა. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ინცინდენტის ადგილზე ისეთი საშიში ნივთიერებებია აღმოჩენილი, როგორიც ციანიდია.

დახურულ ზონაში მოექცა ის თავშესაფარიც, სადაც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი იყო გადაყვანილი. დაზარალებულები შემთხვევის ადგილიდან ავტობუსებით გაჰყავთ.

სამაშველო სამსახურმა მსხვერპლის რიცხვიც დააზუსტა. ბოლო მონაცემებით ტიან ცინის პორტში მომხდარ აფეთქებებს და ხანძარს 85 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

 
დღის ამბები