09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
იაპონია ვულკანის მოლოდინში - კუნძულ კიუ–სიუზე მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს

მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა იაპონიის კუნძულ კიუ–სიუზე. მიზეზი ვულკანის გააქტიურებაა.

საკურაჯიმას მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ფიქსირდება. ის იაპონიის ერთერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, მთიდან 50 კილომეტრში კი სენდაის ატომური სადგური მდებარეობს, რომელიც იაპონიის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ აამუშავა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ვულკანმა შესაძლოა ბირთვული რეაქტორი დააზიანოს. ვულკანოლოგები აცხადებენ, რომ კრატერიდან ლავის ამოფრქვევა უახლოეს დღეებში მოხდება, ცეცხლოვანი მასა კი დასახლებებს დაემუქრება.

საკუთარი სახლების მიტოვება უკვე 100–მდე ოჯახს მოუხდა.

დღის ამბები