09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
პალესტინელი ტერორისტები ისრაელს ჯიჰადით ემუქრებიან

ისრაელს ჯიჰადით პალესტინელი ტერორისტებიც ემუქრებიან. განცხადება ელ-კუდსის ბრიგადამ გაავრცელა, რომელიც "ისლამური ჯიჰადის" საბრძოლო ფრთას წარმოადგენს.

პალესტინელი ტერორისტები აფრთხილებენ ისრალეს, რომ თუ მათ ციხეში მოშიმშილე პატიმარი დაიღუპება, ისრაელთან დადებული ზავი დასრულდება. საუბარია 31 წლის მუჰამად ალანიზე, რომელიც უკვე მეორე თვეა შიმშილობს.

ისლამურ ჯიჰადთან კავშირსა და ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში გადაყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც კრიტიკულს.

 
დღის ამბები