15-16 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი "სპორტ ფესტი" გაიმართება. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ცნობილ სპორტსმენებს და დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.