09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
მსოფლიოს დიდ ქალაქებში დღეს მეორე მსოფლიო ომის დროს დასრულებას აღნიშნავენ

ზუსტად 70 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ომი ოფიციალურად დასრულდა. მასშტაბური ღონისძიებები იმართება დიდ ბრიტანეთში. ომის დროს დაღუპულებს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა მიაგეს პატივი.

იაპონიასთან ომის დროს 70 ათასი სამხედრომოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 12 ათასზე მეტი ტყვე, რომლებიც იაპონიის ბანაკებში იმყოფებოდნენ. სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა იაპონიაშიც.

დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით ქვეყნის იმპერატორმა და პრემიერ–მინისტრმა მიაგეს. იაპონიის იმერატორმა პირველად ბოდიში მოიხადა საკუთარი ქვეყნის ქმედებების გამო და იმედი გამოთქვა რომ ომის ტრაგედია აღარასდროს განმეორდება.

 
დღის ამბები