09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ტეხასში ქიმიურ საწყობში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

ტეხასში ქიმიურ საწყობში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. სამაშველო ოპერაცია ქალაქ ჰიუსტონთან მიმდინარეობს.

ქარის გამო კვამლი დასახლებებშიც გავრცელდა. სპეციალისტები ჰაერს ტოქსიკური ნივთიერებების არსებობაზე ამოწმებენ. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებების აფეთქება გახდა.

ადგილობრივების განცხადებით, გვიან ღამით საწყობის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე 50 სახანძრო ბრიგადა და საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

დღის ამბები