ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება გაიხსენეს.
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 60 წლის წინ მოიპოვა.
1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა. მას შემდეგ გაფრინდაშვილმა ელიტური ტურნირი კიდევ ოთხჯერ მოიგო. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია "დედოფალი", რომელიც ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება.