11 მაისი 2024,   23:31
ვრცლად
პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - დეპუტატებმა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი მიაგეს დაღუპული გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. შალვა პაპუაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს.

"ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს, თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერკმრთალდება. მინდა რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა ამ ტრაგედიას სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები