09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ერაყის თემა საპრეზიდენტო კანდიდატების ჰილარი კლინტონისა და ჯებ ბუშის დაპირისპირების მიზეზი ხდება

ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა თავისი მეტოქე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ერაყზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ჯებ ბუშმა ჯიჰადისტური დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის პასუხისმგებლობის წილი ბარაკ ობამას დააკისრა. მან ობამას ადმინისტრაცია 2011 წელს ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარების ნაადრევ გაყვანაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, საბედისწერო შედეგები მოჰყვა.

ჰილარი კლინტონმა კი მეტოქეს შეახსენა, რომ სწორედ მისმა ძმამ, ჯორჯ ბუშმა დაიწყო 2003 წელს ერაყში საომარი კამპანია და ჯარების გაყვანასაც მან მოაწერა ხელი.

 
დღის ამბები