09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
დონალდ ტრამპი საკუთარი სარჩევნო კამპანიისთვის მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს

თავის საარჩევნო კამპანიაზე დონალდ ტრამპმა შესაძლოა მილიარდი დოლარი დახარჯოს. ჟურნალისტების კითხვაზე – "მზად არის თუ არა ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ასეთი თანხა გაიღოს," ტრამპმა უპასუხა , რომ თუ საჭირო გახდება, ამ თანხას დახარჯავს.

"ეს კითხვა უადგილოა" - ამბობს ტრამპი - "წელიწადში 400 მილიონამდე გამოვიმუშავებ და რა განსხვავებაა? მე მხოლოდ ერთი რამ მინდა – ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიადი გავხადოთ", – თქვა მან.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მეტოქეებთან შედარებით მის უპირატესობასაც გაუსვა ხაზი. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას თვითონ აფინანსებს.

 
დღის ამბები