09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ყოველდღიურად იძაბება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ოფიციალური კიევი და პრორუსი სეპარატისტები ერთმანეთს მასშტაბური პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

ლუგანსკის მახლობლად ევრომაიდნის აქტივისტებმა უახლესი რუსული ტანკები შენიშნეს და ამსახველი ფოტომასალა სოციალური ქსელით გაავრცელეს.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში იმასაც აცხადებენ, რომ პრორუსი მებრძოლები პროვოკაციის მოწყობის მიზნით, საკუთარ აღჭურვილობას სამთავრობო ძალების სამხედრო ტექნიკის ფერებში ღებავენ. სეპარატისტები კი ირწმუნებიან, რომ შეტევის დასაწყებად კიევი ემზადება და უახლოეს მომავალში ლუგანსკის დაკავებას აპირებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მებრძოლებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიში 136–ჯერ მიიტანეს.

 
დღის ამბები