09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში 40 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 40 მიგრანტი დაიღუპა, როდესაც ისინი გემით ლიბიიდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ. 300–ზე მეტი ადამიანის გადარჩენა კი იტალიის საზღვაო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.

მაშველების თქმით, ტაგედიის მიზეზი შესაძლოა ის გამხდარიყო, რომ მიგრანტები გემის დატბორილ საწყობში ჩაიკეტნენ და დაიხრჩვნენ. ხმელთაშუა ზღვაზე მომხდარი ტრაგედიების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 200–ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ამავე თემაზე
დღის ამბები