06 ივლისი 2024,   00:27
ვრცლად
კაცმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დაკავებული 2 პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები