19 მაისი 2024,   19:24
ვრცლად
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ორი საათია მიმდინარეობს - აღკვეთის რა ზომას ითხოვს ბრალდების მხარეებს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე, პირველი სასამართლო პროცესი უკვე ორი საათია მიმდინარეობს. პროკურატურა დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. მიმალვა, მტკიცებულების განადგურება და დანაშაულის განმეორებით ჩადენა - ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც გამოძიება პატიმრობის გარდა სხვა ალტერნატივას არ ეთანხმება. პროცესს 9-ვე ბრალდებული ესწრება.

ყველა დუმილის უფლებას იყენებს და არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. თუმცა ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 

ბრალდებულთა ადვოკატების ერთი ნაწილი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე ითხოვს, ნაწილი კი მზად არის გირაო გადაიხადოს.

"ფურცვანიძის შემთხვევაში ზოგადად არც ერთი წინაპირობა არ არსებობს იმისათვის, რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. 5 დღის განმავლობაში ეს ადამიანი ცხადდებოდა ყოველ გამოძახებაზე მიდიოდა პოლიციაში და თანამშრომლობდა გამოძიებასთან,"- აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ცნობილია ბრალდების მხარის პოზიცია, პროკურორის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ 9-ვე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დარჩეს.

ბრალდების მხარე 15 წუთის განმავლობაში ბრალის დადგენილებას აცნობდა სასამართლოს და ბრალდების მხარის საერთო პოზიცია არის ის, რომ თუ დაკავებულები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ჯეროვნად შეასრულებდნენ, შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული. 

დღის ამბები