09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
სამხედრო მანქანების მუზეუმის თანამშრომლები უკრაინელ მებრძოლებს ეხმარებიან

უკრაინის სამთავრობო ძალების დახმარებას საკუთარი რესურსით ცდილობს ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე მუზეუმი, სადაც კლასიკური მანქანების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება.

მუზეუმი ქალაქ ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საგამოფენო სივრცის ნაცვლად, ახლა კომპლექსის უკანა ეზო მთლიანად სახელოსნოდაა ქცეული. აქ სამხედრო მანქანების სარემონტო სამუშაოები გაუჩერებლად მიმდინარეობს.

აქ ექსპონატებზე მუშაობის ნაცვლად, მოძველებული ან ფრონტის ხაზზე დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაზე ზრუნავენ.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

 

 
დღის ამბები