15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი გაიმართა. საქმე მეორე ინსტანციაში უკვე დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვით წარსდგა.

დასკვნითი სიტყვით უკვე ისარგებლა ბრალდების მხარემაც, რომელიც აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა, რის შეცვლასაც ისინი სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები