09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ინდონეზიაში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის კვალს მიაგნეს

ინდონეზიაში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის კვალს მიაგნეს. ლაინერმა პაპუას მთიან რეგიონში განიცადა კატასტროფა.

ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ბავშვიც. ჯერჯერობით უცნობია, გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ გაქრა.

ის კომპანია ტრიგანა ეარ სერვისს ეკუთვნოდა და ინდონეზიაში შიდა რეისს ასრულებდა.

 
დღის ამბები