09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მაღალჩინოსნების მტკიცებით, ისინი სამთავრობო ძალების მხრიდან უახლოეს მომავალში მასშტაბური შეტევის დაწყებას ელოდებიან.

პროვოკაციის დაგეგმვაში მებრძოლებს ოფიციალური კიევიც ადანაშაულებს. ლუგანსკის მახლობლად ევრომაიდნის აქტივისტებმა უახლესი რუსული ტანკები გადაიღეს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში იმასაც აცხადებენ, რომ პრორუსი მებრძოლები საკუთარ აღჭურვილობას სამთავრობო ძალების სამხედრო ტექნიკის ფერებში ღებავენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მებრძოლებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიში 136–ჯერ მიიტანეს.

 
დღის ამბები