28 აგვისტო 2026,   03:53
ვრცლად
მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაიგება 14 კილომეტრზე ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყობა რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციები და ნაპირსამაგრები. ამავე მონაკვეთზე მდინარე ტეხურზე ხიდის რეაბილიტაციაც ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია გაეცნენ. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

დღის ამბები