09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
80 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სირიაში დაბომბვის დროს

80 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა სირიაში სამთავრობო ძალების ავიაშეტევას. ავიაციამ დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქ დუმის ბაზრის ტერიტორია დაბომბა.

დაშავდა და დაჭრილია 200–მდე ადამიანი. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავებმა სამიზნეს 10 რაკეტა ესროლეს. შეტევა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ტერიტორიაზე მაშველები მივიდნენ.

დაბომბვის შედეგად, ბაზარი და მიმდებარე შენობები მთლიანად განადგურდა.

 
დღის ამბები