09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში სროლა განახლდა

უკრაინის აღმოსავლეთში სროლა განახლდა. ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ პრორუსი მებრძოლები უკრაინული ჯარის პოზიციებს მსხვილკალიბრიანი იარაღით უტევენ.

განსაკუთრებით დაძაბულია მდგომარეობა მარიუპოლის მახლობლად.

სროლის ხმა ისმოდა დონეცკის მახლობლადაც.

უკრაინაში არსებულ ვითარებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.

შტაინმაიერმა ვითარებას "ფეთქებადი" უწოდა და მხარეებს ახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გამართვისკენ მოუწოდა.

 
დღის ამბები