09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
შეერთებულ შტატებში გვალვით გამოწვეულ რამდენიმე ხანძარს ებრძვიან

შეერთებულ შტატებში ერთდროულად გვალვით გამოწვეულ რამდენიმე ხანძარს ებრძვიან.

მონტანას შტატში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადგილზე ეროვნული გვარდიის ნაწილები მიავლინა.

1500–მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ვაშინგტონის შტატში, სადაც ხანძრის შედეგად ათობით სახლი დაიწვა.

პარასკევს დაწყებული ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ამჟამად 22 ათას ჰექტარზეა მოდებული.

კალიფორნიაში კასტიაკის ტბის მახლობლად ცეცხლის შედეგად 800 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რეგიონში უახლოეს მომავალში ნალექი არ არის ნავარაუდევი.

 
დღის ამბები