09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავების შეჯახებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებისას.

ჩამოვარდნის შემდეგ ორივე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მათი ნამსხვრევები კი ხუთასი მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სან დიეგოს მახლობლად მომხდარი ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

 
დღის ამბები