09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
შეერთებულ შტატებში "თინეიჯერების არჩევანის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

შეერთებულ შტატებში თინეიჯერების არჩევანის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

პრიზი მიიღო ფორსაჟი 7–მა და მისმა ვარსკვლავმა პოლ უოკერმა, რომელიც 2013 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა.

სცენაზე ასულმა ვინ დიზელმა თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაიხსენა უოკერი და აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებისას უოკერის ოჯახის მხარდაჭერას მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გრძნობდა.

გამორჩეული სტილისთვის ჯილდო ბრიტნი სპირსმა დაიმსახურა.

პრიზები მიიღეს ასევე ელენ დე ჯენერისმა და შიმშილის თამაშების ვარსკვლავმა, ჯოშ ჰატ-ჩერსონმა.

 
დღის ამბები