09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ინდონეზიაში გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა დღეიდან დაიწყება

ინდონეზიაში გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა დღეიდან დაიწყება.

ქვეყნის საძიებო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საძიებო სამუშაოების ჩატარება გუშინ სიბნელის გამო ვეღარ მოხერხდა.

ლაინერმა პაპუას მთიან რეგიონში განიცადა კატასტროფა. ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ბავშვი. ჯერჯერობით უცნობია, გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას.

თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ გაქრა. ის კომპანია ტრიგანა ეარ სერვისს ეკუთვნოდა და ინდონეზიაში შიდა რეისს ასრულებდა.

 
დღის ამბები