28 აგვისტო 2026,   07:36
ვრცლად
რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ, ბიჭს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ექიმი აცხადებს, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

,,უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - ამბობს ექიმი რაგილია მამედოვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები