09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
დონბასში ვითარების გაუარესებას სერგეი ლავროვი ეხმაურება

დონბასში ვითარების გაუარესებას რუსეთის პირველი დიპლომატი გამოეხმაურა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სიტუაცია სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებას ჰგავს.

ლავროვის თქმით, მხარეები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე, რაც დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობდა ხელს, მაგრამ კიევის პოზიციის გამო ეს არ მოხდა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები