09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
მარიუპოლში სროლების შედეგად სამი ადგილობრივი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა

მარიუპოლში გლოვაა გამოცხადებული. ბოლო მონაცემით, სარტანის დასახლებაში სროლების შედეგად სამი ადგილობრივი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. დანგრეულია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბში კი აცხადებენ, რომ პრორუსი სეპარატისტების შეტევის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 2 უკრაინელი სამხედრო დაკარგეს.

ვითარება კვლავ დაძაბულია გორლოვკასა და დონეცკშიც, სადაც ასევე იერიშები განხორციელდა.

სეპარატისტები ცეცხლის გახსნაში უკრაინის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ.

კიევში კი აცხადებენ, რომ დასახლებების მიმართულებით პრორუსი მებრძოლები ისროდნენ.

უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და სიტუაციას "ფეთქებადი" უწოდა.

 
დღის ამბები