19 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები პროექტის "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა" მიმდინარეობის საკითხებს ახმეტაში გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის" პროექტის მიმდინარეობის საკითხებს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაეცნენ.

7-წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

ღონისძიებას გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის წარმომადგენლები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები