19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
ზუგდიდში საცხენოსნო შეჯიბრი "ზუგდიდის თასი-2022" ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში იმართება

ზუგდიდში, სოფელ ოირემეში საცხენოსნო შეჯიბრი "ზუგდიდის თასი-2022" იმართება. ცხენოსნობის შვიდ ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები მთელი საქართველოდან იღებენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი "ხარება". შეჯიბრი იმართება: საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით.

დღის ამბები