09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ჩინეთში აფეთქების შედეგად დაზარალებულებმა ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ჩინეთის ქალაქ ტიანც–ზინის მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციას მოითხოვს. გასულ კვირას მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებმა ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ბოლო მონაცემით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 114-ამდე გაიზარდა. დაშავდა 725 და 90 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ერთი კვირაა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ბოლო კერის ლოკალიზებას ცდილობენ.

ავარიის ადგილზე ციანიდის მჟავის დონის მომატებაც დაფიქსირდა. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, მოსახლეობისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები