20 აგვისტო 2026,   07:30
ვრცლად
კულტურის მინისტრის განცხადებით, გუნდს, რომელმაც ვატიკანში კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა

გუნდს, რომელმაც ვატიკანში კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა - განცხადება კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ეს გუნდი 1 დეკემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

"საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც ბატონების სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ისტორიული კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, მიენიჭა სახელმწიფოს სტატუსი. მოცემული გუნდი 1-ელი დეკემბრიდან საქმიანობას განაგრძობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მისი სახელწოდება იქნება საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი.

მინდა, მოცემულ გუნდს, მგალობლებს, მომღერლებს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა და განსაკუთრებული სიყვარულით ვუთხრა დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც გახლავთ მოცემული სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი," - აცხადებს თეა წულუკანი.

დღის ამბები