დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი დეპუტატი ჯონდი ბაღათური გამოიკითხა. მან სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა, რა სურათი ხვდებოდა გარეჯის ტერიტორიაზე ჩასულს 2006 წლამდე და მას შემდეგ, რაც იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩდნენ.
ყოფილი დეპუტატის განმარტებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ალიევმა მას სტრატეგიული სიმაღლის დათმობა სთხოვა.
დაცვის მხარე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდეს. შეგახსენებთ ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში.