ქართველი ავტომრბოლელები ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მარსელში გამართულ "ფია მოტორ სპორტის თამაშზე" ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქართველმა სპორტსმენებმა პოლ რიკარდის სახელობის "ფორმულა 1-ის" ტრეკზე მონაწილეობა ავტო სლალომში მიიღეს.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენები საპრიზო ადგილზე გავიდნენ.