09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
პუტინი ყირიმში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ყირიმში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას გეგმავს.

რუსეთის ლიდერი ანექსირებულ ნახევარკუნძულზე დღეს ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციისა და ვალუტის კურსის ცვლილების ფონზე საზღვარგარეთ დასვენება გაძვირდა, მაგრამ ორივე ფაქტორი დადებითად აისახა შიდა ტურიზმზე.

პუტინის თქმით დღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩასული ტურისტების რიცხვი 41 მილიონამდე გაიზარდა, უცხოელების რაოდენობა კი 16 პროცენტითაა მომატებული.

რუსეთის ლიდერის ვიზიტს ყირიმში უკვე გამოეხმაურნენ კიევში და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასეს.

 
დღის ამბები