09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
12 დაღუპული და 20 მძიმედ დაშავებული-ძლიერი აფეთქება ტაილანდის დედაქალაქში

ძლიერი აფეთქება მოხდა ტაილანდის დედაქალაქში. ბანკოკის ცენტრში მდებარე ბუდისტურ ტაძართან მოტოციკლზე დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. ბოლო მონაცემით 12 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სალოცავთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ტაძრის გვერდით 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც მდებარეობს, რომელიც ასევე ყოველთვის ტურისტებითაა სავსე.

აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებმა ბანგკოკის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს, ერთ–ერთ შესახვევში კი მეორე ბომბიც იპოვეს, ის სპეციალისტებმა გაანადგურეს. აფეთქების ორგანიზატორთა ვინაობა უცნობია.

 
დღის ამბები