29 აგვისტო 2026,   10:00
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს.

უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და განზრახ მკვლელობის ნაწილსი ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვარკეთილში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამ პირს შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით ორმა მამაკაცმა დაკავებულს სახლში მიაკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოკლულია 26 წლის თემურ ხარანაული.

განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები